ავტორი: worldsport.ge
კვირა, 25 ივნისი 2017 01:48
1362

ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებას ორი ნახევარფინალისტი უკვე ჰყავს - ევროპის ჩემპიონი პორტუგალია და მექსიკა.

შესაბამისად, ტურნირი მასპინძლის გარეშე გრძელდება, რადგან რუსეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა ერთობ უხეირო და უფერული ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად დარჩა ნახევარფინალს მიღმა. რუსეთს მექსიკის ნაკრებთან მატჩში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ამიტომაც იყო, რომ თავიდან მატჩი აქტიურად დაიწყო. ამან შედეგი გამოიღო და ალექსანდრ სამედოვმა ანგარიშიც გახსნა, მაგრამ რუსების სიხარული ნაადრევი გამოდა - მალევე არაუხომ გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ექტორ ერერას დიდებული პასის მერე ლოზანომ გამარჯვების გოლი გაიტანა და ცხადი გახდა, რომ მასპინძლებს ორი გოლის გატანის ძალა არ აღმოაჩნდებოდათ. ასეც მოხდა, მექსიკამ ჯგუფი 7 ქულით დაასრულა, ხოლო რუსეთმა მხოლოდ ახალი ზელანდიის ძლევა მოახერხა.

A ჯგუფის გამარჯვებული კი, პორტუგალია გახდა. ლუზიტანელებმა აუტსაიდერ ახალ ზელანდიას ცალი ფეხით მოუგეს - 4:0. გოლები კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნარდუ სილვამ, ანდრე სილვამ და ნანიმ გაიტანეს. ახლა ჯერი ნახევარფინალებზეა. პორტუგალია B ჯგუფის მეორე ადგილოსანს, ხოლო მექსიკა ამავე ქვეჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მექსიკა - რუსეთი 2:1 (1:1) VIDEO

ყაზანი, „ყაზან არენა“

მაყურებელი: 41 585

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; დ. რეიესი (ლ. რეიესი 39), არაუხო, მორენო, ლაიუნი; დოს სანტოსი, ერერა, გუადრადო (ოსვალდო 70); ლოზანო, ხავიერ ერნანდესი, ველა (აკინო 46)

მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

რუსეთი (5-3-2): აკინფეევი; სამედოვი, ჯიქია, ვასინი, კუდრიაშევი, ჟირკოვი; ეროხინი (სმოლნიკოვი 70), გლუშაკოვი, გოლოვინი; ბუხაროვი (პოლოზი 64), სმოლოვი (კანუნიკოვი 78)

მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

გოლები: 0:1 სამედოვი (25), 1:1 არაუხო (30), 2:1 ლოზანო (52)

გაფრთხილება: გუადრადო (16), ოსვალდო (90) - ჟირკოვი (9, 68), კუდრიაშევი (63), ვასინი (71), გოლოვინი (88)

გაძევება: ჟირკოვი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 0:0 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ფაჰად ალ მირდასი (საუდის არაბეთი)

ახალი ზელანდია - პორტუგალია 0:4 (0:2) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, „კრესტოვსკი სთედიუმი“

მაყურებელი: 56 290

ახალი ზელანდია (5-3-2): მარინოვიჩი; ინგამი, ბოქსალი, დურანტე (შმელცი 74), სმიტი, დოილი; ლუისი (ბარბაროსესი 65), მაკგლინჩი (ტუილომა 37), ტომასი; ვუდი, როხასი

მწვრთნელი: ანტონი ჰადსონი

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სემედუ, პეპე, ბრუნო ალვეში, ელიზეუ; კვარეჟმა (ჟელსონი 90), დანილო, მოუტინიო, ბერნარდუ სილვა (პიცი 46); ანდრე სილვა, რონალდუ (ნანი 67)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლები: 0:1 რონალდუ (33, პენ), 0:2 ბერნარდუ სილვა (37), 0:3 ანდრე სილვა (80), 0:4 ნანი (90)

გაფრთხილება: ლუისი (19), ინგამი (82) - სემედუ (21), პეპე (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 22 (12) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:12 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკ გეიგერი (აშშ)



{mp4remote}http://worldsport.ge/img/articles/orig/1498323270568366_1.mp4{/mp4remote}


კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account