ავტორი: allmedia.ge
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 22:54
3009

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილმა ფინალში იტალიელი სიმონე იანატონი ზუსტად 44 წამში 10:0 დაამარცხა. 

ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, საქართველოს მოჭიდავეთა ახალაგზრდული ნაკრების აქტივში, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია. 

გივი მაჭარაშვილის დაჯილდოების დროს კურიოზი მოხდა: საქართველოს დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნ "თავისუფლების" ნაცვლად, რომელიც 2004 წლის 21 მაისიდან მოქმედებს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი "დიდება" დაუკრეს. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account