პარასკევი, 21 ივლისი 2017 22:28
2556

ევროპაში პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემა ,,მარკა,, საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეზე  ნეგატიურ სტატიას აქვეყნებს. სტატია 2000 წლის ბოლოს კიევის ,,დინამოდან,, ესპანურ ,,რეალ სოსიედადში,, გიორგი დემეტრაძის გადასვლას ეხება, რომელიც გამოცემის ცნობით, ,,კლუბის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ,,რეალ სოსიედადის,, ისტორიაში  ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერად დასახელდა.

,,დემეტრაძის გადმოსაყვანად კიევის ,,დინამოს,, 800 მილიონი პესეტა გადაუხადეეს. თანხის სიდიდე გამოწვეული იყო გავრცელებული ჭორებით, თითქოსდა მისი ყიდვა ,,ოსასუნას,, უნდოდა,, - აცხადებს გამოცემა.

სტატიის ავტორი ქართველი ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებსაც ეხება და მას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს..

,,დემეტრაძე სან-სებასტიანში ბარგის გარეშე ჩამოვიდა, რის გამოც მას ერთი და იგივე ტანსაცმელი რამდენიმე დღის მანძილზე არ გაუხდია. გარდა ამისა, მას ზედმეტი წონაც აწუხებდა, რაც "სარაგოსასთან" 7 იანვარს გამართულ მატჩში კარგად გამოჩნდა, როდესაც ის მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო 75-ე წუთისთვის თავისი შესაძლებლობები ამოწურა და  მოედნიდან გაიყვანეს,, - ნათქვამია ,,მარკას,, სტატიაში.

სტატიაში ასევე აღწერილია, თუ როგორ გაანათხოვრეს ჯერ მოსკოვის ,,ლოკომოტივში,, შემდეგ ვლადიკავკაზის ალანიაში, უსარგებლო ქართველი ლეგიონერი, რომელსაც ხან ტრამვა აწუხებდა ხან კი რეჟიმის დარღვევის გამო საყვედურს უცხადებდნენ და რომელმაც 2 წლის მანძილზე ,,რეალ სოსიედადის,, რიგებში მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შესძლო. ,,ის ბოლოს დონეცკის მეტალურგს მიჰყიდეს გაცილებით დაბალ ფასში, ვიდრე მასში გადახდილი იყო,, - წერს სტატიის ავტორი.

,,მარკაში" დემეტრაძეზე გამოქვეყნებული სტატია სრულდება მისი დაპატიმრების ისტორიით.

,,რამდენიმე წლის შემდეგ, დემეტრაძე უკანონო აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს და სასამართლომ მას 6 წელი მიუსაჯა,, - წერს ცნობილი ესპანური გამოცემა სტატიის პროლოგში.

სტატიას თან ერთვის გიორგი დემეტრაძის ფოტო, რომელზეც დასმულ ბეჭედზე იკითხება ,,LOS PEORES FICHAJES,, -  ,,ყველაზე ცუდი". სავარაუდოდ, ამ შეფასებაში "ყველაზე უარესი შენაძენი იგულისხმება. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account