ავტორი: allmedia.ge
შაბათი, 19 აგვისტო 2017 10:49
338

ფეხბურთში მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მატჩებს პირველად 7 ქალი მსაჯი ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქალი მსაჯები ტურნირზე რეზერვის არბიტრები იქნებიან.“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოვიდა დროს კაცების ტურნირებზე ქალი მსაჯები გამოვიყვანოთ. გასულ წელს ქალებმა კაცებთან ერთად ცალკეულ მატჩებზე იმუშავეს,“- განაცხადა FIFA-ს მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ მასიმო ბუზაკამ.

მაისში ცნობილი გახნა, რომ ქალი-მსაჯი ბიბიანა შრაინჰაუსი გერმანიის ბუნდესლიგის 2017/2018 წლის სეზონის მატჩების მთავარი არბიტრი იქნება. მანამდე ის გერმანიის მეორე დივიზიონების მატჩებზე მსაჯობდა, ასევე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებსა და 2012 წლის ოლიმპიადაზე. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account