მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 15:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-მა ირანზე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო დარტყმები განახორციელა – როგორია ვითარება კონფლიქტის ზონაში

Ambebi.ge July 12, 2026 10:18 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

აშშ-მა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე “შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.


  • აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია.

განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.

აშშ-ის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.