მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 21:07
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გაერო-ს გენერალური მდივანი სირიაში ჩავიდა და პრეზიდენტ აჰმედ ალ შარაას შეხვდა

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 19:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სირიაში ჩავიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში დამასკოში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ შარაას შეხვდა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მნიშვნელოვან მომენტში სირიის გვერდით დგას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სირიელი ხალხის მხარდასაჭერად ძალისხმევა არ დაიშუროს“, – წერს ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეს 2009 წლის შემდეგ სირიაში გაერო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია.