გასული ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაში სამჯერ ამოქმედდა

გასული ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაში სამჯერ ამოქმედდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კიევში საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო გამოცხადდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა ვიშგოროდის მიმართულებით დრონები გაუშვეს.