მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 23:08
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

დაარტყამს თუ არა აშშ იმ ობიექტებს, სადაც დაზვერვის ინფორმაციით, თეირანმა გამდიდრებული ურანი და ცენტრიფუგები გადამალა – ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება უფრო სახიფათო ეტაპზე გადადის

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 22:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება ახალ და კიდევ უფრო სახიფათო ეტაპზე გადადის. ვაშინგტონი რეგიონში სამხედრო ძალებს აძლიერებს, თეირანი კი საპასუხო მოქმედებებით იმუქრება. ახლა მთავარი კითხვაა – დაარტყამს თუ არა შეერთებული შტატები იმ საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტებს, სადაც ამერიკული და ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, თეირანმა გამდიდრებული ურანი და ცენტრიფუგები გადამალა.

მიწისქვეშა კომპლექსზე შესაძლო იერიშმა შეიძლება კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ და სახიფათო ფაზაში გადაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ორმხრივი მუქარა ყოველდღიურად იზრდება.

სამხედრო ოპერაციების არეალი ფართოვდება, იმატებს დაპირისპირებაში ახალი ძალების ჩართვის რისკიც, რაც რეგიონში უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.