მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 03:24
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

Kvira.ge 15 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ესპანეთმა საფრანგეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მატჩის ბედი ესპანელთა სასარგებლოდ მიკელ ოიარსაბალისა და პედრო პოროს გოლებმა გადაწყვიტა. ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გაიხსნა. ლამინ იამალზე განხორციელებული ფოლის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. მატჩის საბოლოო წერტილი კი 58-ე წუთზე პედრო პორომ დასვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მისი მეტოქე ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი