„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით…“ – რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.
წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს და უკვე ყოფილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.