მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 19:07
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს – მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ,მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ

IPN.ge 13 აგვისტო, 2026 · 17:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

რუსებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმის დროს რეაქტიული დრონი გამოიყენეს.

„მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილია, რომ მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის 11 ოლქს 130-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„ყოველდღე, რუსები ადამიანების ცხოვრებაზე დარტყმას ტერორის მიზნით ახორციელებენ. სამწუხაროდ, ყველა მსგავს თავდასხმას მსოფლიოს მხრიდან მკაცრი პასუხი არ მოჰყვება. თუ მსოფლიო ევროპაში ამ ომის დასრულების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ამისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა და რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.