მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 03:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილ რაკეტებს უახლოეს მომავალში მიიღებს

IPN.ge July 10, 2026 5:33 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უკრაინა შეერთებული შტატებისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტების პარტიას უახლოეს დღეებში მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან პარტიას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ასევე, ევროპელებთან ცალკე შეთანხმებები მქონდა. კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის, მაგრამ დამატებითი PAC-3-ები იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოებას, მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ დონეზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ ამაზე მუშაობა, რათა სწრაფად მივიღოთ ლიცენზიები და დავიწყოთ წარმოება უკრაინაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.