მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 17:25
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა – აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 16:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა.

“ეს ირანის წითელი ხაზია”, – განაცხადა ზოლფაქარიმ.

მისი თქმით, ირანში ხიდებზე დარტყმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას ძლიერი პასუხი მოჰყვება.

“ირანის პასუხი არა მხოლოდ პროპორციული, არამედ კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ირანი რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურას გაანადგურებს ისე, რომ მისგან არაფერი დარჩება”, – აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.