მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

კომბინირებული თავდასხმა რუსეთის ქალაქებზე – აზოვში, სარატოვსა და ტაგანროგში მდებარე ნავთობის საწყობებზე, ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს

Ambebi.ge July 10, 2026 11:06 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია “ტელეგრამ“ არხებზე და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ აზოვში დარტყმა განხორციელდა ნავთობის საწყობებსა და ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაზე, ხოლო ტაგანროგში – საპორტო ნავთობტერმინალზე.

Exilenova+ იუწყება, რომ ქალაქ აზოვში თავს დაესხნენ აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანას, რომელიც სპეციალიზებულია ოპტიკურ-ელექტრონული, რადარის და მაღალი სიზუსტის სისტემების წარმოებაში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია.

ასევე დაფიქსირდა ხანძარი ნავთობბაზებზე. გარდა ამისა, ტაგანროგში შპს “კურგანნეფტეპროდუქტ“-ის საპორტო ტერმინალი იწვის. მისი მთავარი ფუნქცია ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა და საზღვაო გემებზე ჩატვირთვაა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ქალაქებში, ტაგანროგსა და აზოვში, დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.

ამასთან, 10 ივლისის ღამეს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა “ილსკიზეც“.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა. კერძოდ, აღინიშნება, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოთხშაბათს, 8 ივლისს, დრონების დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მუშაობა შეაჩერა.

იხილეთ ასევე: