ლომის კარიბჭე – ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის – ქეთი ოდიშელის პროგნოზი

„თუ ცუდს ეძებ, მაშინ აუცილებლად იპოვი მას. ჩინური სიბრძნე. დღეს და ხვალ (7-8 აგვისტო) მნიშვნელოვანი დღეებია. ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები, იგივე ავატარის კარიბჭეები.ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (მე 15 -ე გრადუსში)“, – აღნიშნულის შესახებ ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:
„ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის : ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.
ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, 28 შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი.
დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამოთავისუფლებული კოსმიური ენერგია.
ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.
ლომის წერტილი – აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან;
არწივის წერტილი (მორიელის 15°)- აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს;
ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°)- მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან;
ეს წერტილები დაახლოებით ემთხვევა 6-7 მაისს, 7-8 აგვისტოს, 7-8 ნოემბერს, 5-6 თებერვალს. როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში ( ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში ( ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.
ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალურ რუკაში რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთაღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ.
ის შესაძლოა დაჯილდოვებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით.
ახლა ჩვენ გავდივართ ლომთა კარიბჭის პერიოდს, ანუ ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის, აღმასვლასა და ჩასვლას, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, მაგრამ გარდაცვალება მუდამ ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში, ლომი როგორც სულიერი და ფიზიკური ძალის სიმბოლო, ასევე მუდამ კავშირშია სიცოცხლის განახლებასთან. სირიუსიდან შემოსული ენერგიის ნაკადი ერთგავრი ინფორმაციული გადატვირთვაა, ის არ შეიძება იყოს გამანადგურებელი.
ელენა ბლავაცკაია წერდა, რომ სირიუსზე იმყოფება ჩვენი კარმის მეუფე.
სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლა ფიქსირდება გიზის დროის შესაბამისად (საქართველოს დროს 1 სთ-ით ჩამორჩება ).
სწორედ ეს წერტილი ითვლება ერთერთ ავატარის კარიბჭედ.
გარდა ამისა ლომის მე 15 გრადუსი, ანუ 7-8 აგვისტო უკავშირდება წარმართულ კელტურ ზეიმს ლუგნასადს – „ლუგის ქორწილი“, ლუგი(თარგმ: ბრწყინვალე) ეს არის სინათლის ღვთაება(ტრიქსტერის ბუნება აქვს), წლის 4 (ბორბალი) მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთერთი, პირველი მოსავლის დღესასწაული, შემოდგომის დადგომის დღე, მოცვის ღვეზელებს აცხობდნენ ამ დღეს.
სლავურ ტრადიციაშიც ცნობილია ეს დღე სხვადასხვა სახელით.
ამ დღეს აქტიურად ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალებს და თვლიდნენ, რომ ძალიან ეფექტურია მომავლის განჭვრეტა.
და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, განეწყვე, რომ დღეს და ხვალ, შენ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ, ყველაფერი კი იწყება შენი პერსპექტივიდან, შენი აღქმიდან!
მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, დახუჭე თვალები და…..
სამყარო გისმენს…“,- წერს ქეთი ოდიშელიძე.