მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 00:53
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მედია – აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ უკანონო შემოსავლის საქმეზე გირაო არ გადაიხადა – შესაძლოა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართოს

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 23:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა უკანონო შემოსავლის საქმეზე გირაო არ გადაიხადა. ამის შესახებ უკრაინის უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს პრესსამსახურმა მედიასთან დაადასტურა.

მათი თქმით, აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ არ შეიტანა 6 მილიონი გრივნას ოდენობის გირაო, რომელიც სასამართლომ დაადგინა უკანონო შემოსავლის საქმეზე.

სტეფანიშინას გირაო 11 აგვისტომდე უნდა შეეტანა. ახლა სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ყოფილი ელჩის წინააღმდეგ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.