მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 13:28
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

Prime Time July 12, 2026 8:49 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის გუნდს დაუპირისპირდება.

არგენტინის ნაკრებმა კვირას, 1/4 ფინალურ ეტაპზე, 10-კაციანი შვეიცარიის ნაკრები დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გოლები ალექსის მაკალისტერმა, ხულიან ალვარესმა და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

ინგლისელებმა კი ჯუდ ბელინგემის დუბლის წყალობით ნორვეგიის ნაკრებს ასევე დამატებით დროში სძლიეს (2:1).

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.