მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 21:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ – UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 20:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

UEFA-მ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას როგორც კაცების, ისე ქალების ტურნირებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება.

55 წევრი ასოციაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში UEFA-მ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი „არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“.

„მსოფლიოს ეროვნული ასოციაციების წინაშე დღეს ულტიმატუმი დგას: ან დათანხმდნენ საფეხბურთო სამყაროს უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატების შეუქცევად მიტაცებას, ან იკისრონ პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

UEFA-მ დასძინა, რომ მისი წევრი ასოციაციების არცერთი ეროვნული ნაკრები არ მიიღებს მონაწილეობას FIFA-ს არცერთ ტურნირში „მანამ, სანამ ეს წინადადებები ძალაში რჩება“, თუ FIFA მთლიანად არ იტყვის უარს ამ გეგმაზე და „არ მოგვაწოდებს სავალდებულო გარანტიებს იმისა, რომ საკუთარ მართვასა თუ ჩემპიონატებს კერძო მფლობელობისთვის აღარასდროს გახსნის“.