მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 17:43
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ოკუპირებული დონეცკის “სასამართლომ” უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Ambebi.ge July 11, 2026 3:58 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დავით ქებურიას პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.

რუსული მედიის ცნობით, დავით ქებურია უკრაინის მხარეს 2022 წლის მარტიდან 2026 წლის იანვრამდე იბრძოდა.

„1989 წლის 11 ნოემბერს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, – ნათქვამია ე.წ. სასამართლოს განცხადებაში.