მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 21:05
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ომანთან რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერიდან ნავთობი იღვრება” – Reuters

Ambebi.ge 10 აგვისტო, 2026 · 19:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ომანთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერიდან ნავთობი იღვრება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერიდან ნედლი ნავთობი იღვრება, რომლის გავრცელების არეალი 400 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.

Reuters-ი წერს, რომ ტანკერმა Caroline Bezengi-მ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი აპრილში დატოვა, ხოლო პრობლემების შესახებ ინფორმაცია 8 ივნისს, იემენის სანაპიროსთან გაავრცელა.

ნავთობტანკერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია.

ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.