მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 18:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 17:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.

სოფელში 150-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. მშენებლობა მდიდარი მეცენატების მიერ დაფინანსდა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქანდაკება მომლოცველებსა და ტურისტებს შორის პოპულარულ ადგილად იქცევა.

მსოფლიოში კი ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკება ფილიპინებზე მდებარეობს. მონუმენტის სიმაღლე 98 მეტრია.