რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას რუსული მედია თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით რესპუბლიკა მტრის დრონების მხრიდან კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა. ნიჟნეკამსკზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა გრძელდება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით რუსეთის რეგიონების, მათ შორის თათრეთის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 456 დრონი გაანადგურეს.