მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 10:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ტრამპმა ბორტი ფარულად დატოვა – კვების მომსახურების სატვირთო მანქანით” – რა მოხდა თურქეთში გასულ თვეში და რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი

Ambebi.ge 12 აგვისტო, 2026 · 09:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში თურქეთში ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას შესაძლო საფრთხის გამო, თვითმფრინავები ფარულად შეცვალეს.


  • “საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთიდან საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა ქვეყანა. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა შენიღბვის უჩვეულო ოპერაცია – ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს და ეს უჩვეულო ოპერაცია ირანის მხრიდან მისი მკვლელობის საფრთხემ განაპირობა.

თეთრმა სახლმა იმ დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თურქეთიდან, სადაც ის ნატო-ს სამიტს დაესწრო, გაერთიანებულ სამეფოში Air Force One-ით მიფრინავდა. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, თვითმფრინავში ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა ის ფარულად დატოვა – ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ჩამოვიდა და დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად სხვა თვითმფრინავში გადავიდა.

გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა თვითმფრინავში – სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A-ში. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ძველი Air Force One-ი და მედია კი რამდენიმე წუთში ჩავიდნენ. Washington Post-ი წერს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე.