მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 15:10
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 13:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. მხარეებმა ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს.

უკრაინას ჯერჯერობით გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა 26 ივნისს შედგა. მაშინ მხარეებმა ერთმანეთს 160-160 ადამიანი გადასცეს. ივლისსა და აგვისტოში კი მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთს დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.