მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 18:18
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 16:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქალაქის მერის, ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, გასულ ღამეს განხორციელებული იერიშების შედეგად ქალაქში სკოლის, სპორტული კომპლექსისა და კოლეჯის შენობები დაზიანდა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანდა ქალაქის წყალმომარაგების ორი მილი, რის გამოც ნოვოროსიისკის გარკვეულ ნაწილს წყარმომარაგება რამდენიმე საათით შეუჩერდა.

რუსული მედიის ცნობით, მერმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქმა საშინელი ღამე გადაიტანა, რადგან საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში რამდენიმე ასეული დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, თავდასხმას რვა წლის ბავშვი ემსხვერპლა.