მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 06:26
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა მიმდინარეობს

IPN.ge 29 ივლისი, 2026 · 23:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პოლონეთში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

“ლიუბლინში, პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა დაეთმობა უკრაინელი ლიდერის შეერთებულ შტატებში ვიზიტს”, – წერს პოლონური მედია.

ცნობისთვის, ზელენსკი პოლონეთს ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრო.