მამარდაშვილის მშრალი მატჩი და მაღალი შეფასებები – “ლივერპულმა” “რექსჰემს” მოუგო

„ლივერპულმა“, რომელიც წინასასეზონო სამზადისს აშშ-ში გადის, მეორე ამხანაგური მატჩი ჩემპიონშიფის „რექსჰემთან“ ჩაატარა და 1:0 დაამარცხა.
მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, 54 251-იან სტადიონზე თამაშს 42 204 მაყურებელი დაესწრო.
გოლი დომინიკ სობოსლაის პასით 17 წლის რიო ნგუმოამ გაიტანა.
„წითლების“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა 76-ე წუთამდე ითამაშა (ჰარვი დევისმა შეცვალა) და Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.9 ქულა დაიმსახურა. Sofascore-მ მისი თამაში 7.6 ქულით შეაფასა – უფრო მაღალი ქულა მხოლოდ უელსელთა მეკარემ დენი უორდმა მიიღო (8.0).
„ლივერპულს“ კიდევ სამი სპარინგი აქვს დაგეგმილი: 3 აგვისტოს „ლიდსთან“, 9 აგვისტოს „მონაკოსთან“, 16 აგვისტოს „კომოსთან“, ხოლო 23 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.
ნიუ-იორკი. „იანკი სთედიუმი“
ლივერპული – რექსჰემი 1:0
გოლი: ნგუმოა (75)
წყარო: Sportall.ge