ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდის კაბინაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.