მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 05:45
სწრაფი სიახლე
კულტურა

კანიე უესტმა და მისმა ყოფილმა ასისტენტმა სექსუალური შევიწროების საქმეზე შეთანხმებას მიაღწიეს

Kvira.ge 29 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 12

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა და მისმა ყოფილმა ასისტენტმა, ლორენ პისჩოტამ, შემსრულებლის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით შეტანილ სარჩელზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება.

„მხარეებმა სარჩელი 23 ივლისს ურთიერთშეთანხმებით მოაგვარეს“, – წერს გამოცემა.

როგორც აღინიშნა, შეთანხმების პირობები არ გახმაურებულა.

ცნობისთვის, 2024 წელს უესტის ყოფილმა ასისტენტმა არტისტი დაადანაშაულა იმაში, რომ ერთობლივ წვეულებაზე, რომელიც სკანდალურ რეპერსა და პროდიუსერ შონ კომბსთან (ცნობილი როგორც Diddy) ერთად იმართებოდა, მას ნარკოტიკული ნივთიერება შეურია და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი