„ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი და ერთ-ერთი გამორჩეული სახე“ – აჭარის ტელევიზია ლიზი მოისწრაფიშვილს ემშვიდობება

აჭარის ტელევიზია სამძიმრის წერილს ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპულ ლიზი მოისწრაფიშვილს ემშვიდობება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების გამო, ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი, და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.
ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად.
ლიზას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.