მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 15:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

პოლონური მედია – რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა – ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 14:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა – ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავები განალაგეს.

ლუბლინის სავოევოდოსა და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, ხოლო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობთ, სავარაუდოდ, ლუბლინთან ახლოს დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა და მეხანძრეებმა 10 მეტრის დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს.

ლუბლინის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში ჩამოვარდა, თუმცა აფეთქებების შესახებ ცნობები სხვა დასახლებული პუნქტებიდანაც მიიღეს.