მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 16:34
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინული მედია – ლვოვში, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 15:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ლვოვში, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ შენობების ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დაშავებულთაგან 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები.

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ლვოვში 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა.