მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:16
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 95 კილომეტრში, პოლონეთის ტერიტორიაზე უცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 10:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 95 კილომეტრში, პოლონეთის ტერიტორიაზე უცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული საჰაერო იერიში ფონზე  აამოქმედეს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური საშუალებები, ასევე  სადაზვერვო სისტემები, რადგან რუსული შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეეძლოთ, პოლონეთის საჰაერო სივრცისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნათ.

პოლონეთის პოლიციაში განმარტეს, რომ მიიღეს შეტყობინება ძლიერი აფეთქების შესახებ, ხოლო ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს კრატერი, მიმოფანტული ნამსხვრევები და „უცნობი ობიექტი“.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.