მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:55
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა” – დონალდ ტუსკი

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 11:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • “აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მოვიწვიე, რომლებიც უკვე მრავალი საათია ადგილზე მუშაობენ და ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მაწვდიან“, – წერს ტუსკი X-ზე.

პოლონური მედიის ცნობით, ლუბლინის სავოევოდოში, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა. ლუბლინის სავოევოდოსა და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, ხოლო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ გასულ ღამეს, უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს, დაუდგენელი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და შემდეგ რადარიდან გაქრა.