„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 275.7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 391 ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 275.7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 391 ნებართვაა გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო შენობა-ნაგებობების მშენებლობა კვ.მ ფართობზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.
„ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 7.3 პროცენტი კი -კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 546.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.6 პროცენტით ნაკლები) 1 459 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე“.- ნათქვამია ინფორმაციაში.