მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:45
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 19:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ წვრილფეხა საქონელს, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიისაკუთრა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.