მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 15:34
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთში Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა – “ყველაფერი ამაზე მიუთითებს”

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 13:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინში, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.


  • დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთში, სოფელ ტარნავა-კოლონიაში რაკეტა ჩამოვარდა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“მზად ვიყავით რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა იყო“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.