მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 16:26
სწრაფი სიახლე
კულტურა

დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გონიერ, გამართულ კანონს, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის იქნება მისაღები – ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 15:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ეროვნული იდენტობისა და ფასეულობების დაცვა საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს, რათა ქუჩაში მიმდინარე დაპირისპირებები თავიდან ავიცილოთ – ამ მოთხოვნით ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის წევრის, რეჟისორ გიორგი სიხარულიძის განცხადებით, მიზანი ისეთი გონივრული კანონის მიღებაა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას არ შეზღუდავს და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება.

“საკითხი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია. როდესაც ლაპარაკია მთავარზე – შენს იდენტობაზე, ფასეულობებზე და ამის დაცვაზე – ეს ყველაფერი არათუ ინიციატივის, ან ქუჩაში, ან ურთიერთობების დონეზე უნდა მოხდეს, არამედ საკანონმდებლო დონეზე. სწორედ ეს არის ჩვენი შეკრების და ჩვენი დაფუძნების მთავარი მიზეზი, რომ მივმართოთ ხელისუფლებას, რომ იქნებ მოგვეხმაროს, ჩარჩოში მოვაქციოთ ეს, რათა თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირება, რაც რეალურია და რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ. ბევრ ქვეყანაშია ანალოგი და ჩვენ სწორედ კარგი მაგალითები გვინდა – პირველები ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგი იმისა, რომ ვიღაცის უფლება შეიზღუდოს, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდოს – ეს ბუნებრივია, ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ ეს არ მოხდეს. მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ისეთ გონიერ, გამართულ კანონს, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის იქნება მისაღები,” – განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.

ცნობისთვის, თბილისში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.