მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 15:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა – ბოლო ცნობები იაპონიის მიწისძვრის ეპიცენტრიდან

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 13:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებით, კუმამოტოს პრეფექტურაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პრეფექტურაში 30000-ზე მეტი ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მიწისძვრის შემდეგ 9000 ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდად, ხოლო აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა 6.8 მაგნიტუდად შეაფასა. მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.