ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი.
ტროპარი:
„ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.“
კონდაკი:
„ქალწულებისა სიკეთითა განშუენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღუაწლითა გვირგვინოსანმან მარინე, სისხლითა ღუაწლთათა სხურებულმან და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან კეთილმსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღუაწლთა შენისათანი.“