“ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს – შეხვედრას თინა ბოკუჩავა არ ესწრება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.
- დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი.
პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.
ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.