მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 18:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რა არის ცნობილი ემი ვ. დიაზზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იქნება

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 16:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).