დუნაიში წყლის დონის რეკორდულად შემცირების გამო, უნგრეთის ატომურ ელექტროსადგურს გაჩერება ემუქრება

უნგრეთის “პაქშის“ ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამომუშავებს, შესაძლოა უახლოეს დღეებში გაჩერდეს, მიზეზი მდინარე დუნაიში წყლის დონის რეკორდული ვარდნაა. თუმცა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის ენერგომომარაგება უსაფრთხო დონეზე რჩება.

2,000 მეგავატი სიმძლავრის სადგური ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს უზრუნველყოფს. ჩვეულებრივ პირობებში, “პაქში“ რეაქტორების გასაგრილებლად წყალს დუნაიდან იღებს. ბოლო წლებში, ზაფხულის განმავლობაში, წყლის მაღალი ტემპერატურისა და მდინარის დაბალი დონის გამო სადგურს გამომუშავების შემცირება არაერთხელ მოუხდა, თუმცა სრულად მუშაობა მას არასდროს შეუწყვეტია.
იმ შემთხვევაში თუკი გვალვა კიდევ უფრო გაღრმავდება, უნგრეთის მთავრობამ უკვე დაიწყო საგანგებო გეგმების შემუშავება ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, ოფიციალური პირები კრიზისულ გეგმას ამზადებენ, რათა განსაზღვრონ საჯარო სექტორისა და ინდუსტრიის ის მსხვილი მომხმარებლები, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში მოხმარების დროებით შემცირება მოუწევთ.
29 ივლისს, დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო, რუმინეთმაც ასევე გამოაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ორივე ბირთვული რეაქტორს აჩერებს.