მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 23:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

თეთრი სახლი: მელანია ტრამპმა მეხუთედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 22:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მეხუთედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ოჯახებში ხუთი ბავშვის დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია და მშვიდობის დამყარების მცდელობები ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, მათზე მაღლა დგას ჩვენი საერთო შესაძლებლობა, ბავშვები საერთაშორისო დავებზე მაღლა დავაყენოთ. ყოველი გაერთიანებული ოჯახი გვახსენებს, რომ თანაგრძნობა, ღირსება და ოჯახური კავშირები ყველაზე მძიმე პერიოდებსაც კი, მათ შორის ომს, შეიძლება აღემატებოდეს. მე და ჩემი წარმომადგენელი ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და უკრაინის მთავრობებთან, რათა ბავშვები უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და თემებს“, – აღნიშნულია მელანია ტრამპის განცხადებაში.