მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 01:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„ყოველთვის ვიყავი ობოლი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები დღემდე ცოცხლები არიან…“ – ეკა ყუშიტაშვილის უცნობი ისტორია

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 22:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ეკა ყუშიტაშვილმა გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ბავშვობის მძიმე პერიოდზე გულწრფელად ისაუბრა. მისი თქმით, მშობლების დაშორების შემდეგ ბებიამ გაზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი ცოცხალია, თავს ყოველთვის ობლად გრძნობდა.

„თელავში დავიბადე, დონეცკში ვიზრდებოდი. დედა უკრაინელი მყავს. 6 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ და ბებიამ გამზარდა. ბებომ 16 წლამდე გამზარდა ასეთი რაღაცნაირი, „მამალი“ გოგო. ყველა კარგი თვისება რაც გამაჩნია, ყველაფერი მისგან მაქვს. 

ყოველთვის ვიყავი ობოლი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები დღემდე ცოცხლები არიან, ბებიაჩემი სულ ობოლს მეძახდა – ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, წასულები იყვნენ – ერთი გათხოვდა, მეორე დაქორწინდა…“, – ამბობს ყუშიტაშვილი.

@sheniambavitaiastan “ყოველთვის ვიყავი იბოლი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მშობლები, დღემდე ცოცხლები არიან”…. სრული გადაცემა ნახეთ; https://youtu.be/S1A-IH_Fk6o?si=jt-2jvb6hXErzkn_ #youtub #youtubevideo #შენიამბავი ♬ original sound – შენი ამბავი თაიასთან 🎥