მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 02:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკის მომგვრელია – მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 00:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

„კონსულტაცია გავიარე შინაგან საქმეთა მინისტრთან, მატეო პიანტედოზისთან. იტალია პროცესს გვერდიდან არ ადევნებს თვალს. მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას. არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან: საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეთა შეჩერება და ეფექტიანი დეპორტაციის უზრუნველყოფა ამ მთავრობის უცვლელი კურსი იქნება“, – დასძინა მან.