მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 02:39
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მედია: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 24 აგვისტოს უკრაინას ეწვევიან

Kvira.ge 31 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს ეწვევიან.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა ალექს რაუფოგლუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინაში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ.

უკრაინის დედაქალაქში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი