მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 19:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას – ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 17:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯივინოსტატი“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.

„ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ წინ კიდევ მეტი ბრძოლაა მოსალოდნელი განსაკუთრებით იმ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება და ასევე გენურ თერაპიასთან დაკავშირებით“, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია.