მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 22:29
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუას შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების გამო მოქალაქე 4000 ლარით დააჯარიმეს

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 20:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე განიხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მოსამართლემ მოქალაქე დავით ფირცხალავას 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით დეპუტატი ირაკლი ზარქუა მოიხსენია.