სურამი-ოსიაურის გზაზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – დაშავდა მძღოლი

სურამი-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შედეგად დაშავდა მძღოლი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია